მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საქონელი გააქვს საქართველოს ექსპორტზე - რეიტინგი

646723835f3a5
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.23 11:23
1624
საქსტატმა საგარეო ვაჭრობის 4 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 1.96 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23.6%-ით მეტია.

ექსპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია, რამაც 595 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 351%-ით მეტია. ავტოექსპორტის რეკორდული ზრდა რუსეთის სანქციებს უკავშირდება, რადგანაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მეორადი მანქანების შესყიდვის რუსეთის ალტერნატიული მომწოდებლებისგან (მათ შორის საქართველოდან დაიწყეს). ექსპორტში მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები, რამაც 258 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ საქონლის ექსპორტი წლიურად 29%-ით არის შემცირებული.

საქართველოს 10 უმსხვილესი საქონლის ექსპორტი:

1) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - 595 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 351%;
2) სპილენძის მადნები - 258 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 29%;
3) ფეროშენადნობები - 84 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 57%;
4) ღვინოები - 79 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 30%;
5) აზოტოვანი სასუქები - 70 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 45%;
6) სპირტიანი სასმელები - 54 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 84%;
7) მინერალური წყლები - 39 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 1%;
8) თხილი და სხვა კაკალი - 32 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14%;
9) ოქრო - 32 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 12%;
10) გაზიანი სასმელები, შაქრიანი და უშაქრო - 31 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 89%.

რაც შეეხება უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს, მათ შორის #1 ადგილზეა სომხეთი 281 მილიონი დოლარით, მეორე პოზიციას 262 მილიონით აზერბაიჯანი იკავებს, მესამეზე კი 226 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაციაა. რუსეთში საქართველომ ექსპორტი 45%-ით გაზარდა. საექსპორტო ქვეყნების ათეულში EU-ს წევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა - ბულგარეთია (118 მლნ დოლარი) და ის მერვე ადგილზე იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები