მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტმა 6 თვეში $3 მილიარდს გადააჭარბა - ტოპ 10 საექსპორტო საქონელი

64b790239b971
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.23 11:33
6091
2023 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში $3 მილიარდის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით #1 ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს, რამაც წლის პირველ ნახევარში 990 მილიონ დოლარს მიაღწია, შესაბამისად ვაჭრობის ერთი მესამედი სწორედ ავტომობილებზე მოდის.

წლიურ ჭრილში ამ საქონლის ექსპორტი 267%-ით არის გაზრდილი. $341 მილიონით მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც წლიურ ჭრილში 36%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ კი გაზრდილია ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა დასახელებების საქონლის ექსპორტი. 

საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2023 წლის 6 თვის მდგომარეობით:

1) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - 990.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 267%;
2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 341 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 36%;
3) ღვინოები - 126 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%; 
4) ფეროშენადნობები - 110 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 64%;
5) აზოტოვანი სასუქები - 98 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 41%;
6) სპირტიანი სასმელები - 83.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%;
7) მინერალური და მტკნარი წყლები - 65.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 46%
8) გაზირებული შაქრიანი სასმელები - 58.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 79%;
9) თამბაქოს ნაწარმი - 53.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 170%;
10) ელექტროენერგია - 52 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 2.3%.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის სომხეთი, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა (ზრდა 122%); მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს $413 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 44%), მესამე პოზიციაზე კი რუსეთია $344 მილიოონი დოლარის ექსპორტით, სადაც ზრდა 34%-ია.

რაც შეეხება ევროკავშირს, მასში ექსპორტი შემცირებულია, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში 432 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს ექსპორტმა $398 მილიონი დოლარი შეადგინა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები