მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ გაზიანი სასმელების ექსპორტი გაზარდა - ტოპ ექსპორტიორების რეიტინგი

645370b712853
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.23 00:00
1573
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 19 მილიონი დოლარის ღირებულების 27 ათასი ტონა გაზიანი და შაქრიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე. ეს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით მეტია. ზრდის წამყვანი ფაქტორი რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან წვენების და გაზიანი სასმელების ექსპორტის ზრდა წარმოადგენდა.

თუკი 2022 წელს რუსეთში 4.2 მილიონი დოლარის გაზიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე, წელს ამ მაჩვენებელმა 10.2 მილიონ დოლარს მიაღწია.

ქვეყნების მიხედვით, გაზიანი და შაქრიანი სასმელების ექსპორტი ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია - 10.2 მილიონი დოლარი (გასულ წელს 4.2 მლნ);
2. სომხეთი - 2.7 მილიონი დოლარი (გასულ წელს 0.8 მლნ);
3. აზერბაიჯანი - 2.4 მილიონი დოლარი (გასულ წელს 2.5 მლნ);
4. ყაზახეთი - 1.2 მილიონი დოლარი (გასულ წელს 0.9 მლნ);
5. ისრაელი - 0.8 მილიონი დოლარი (გასულ წელს 1.3 მლნ).

BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელმა კომპანიებმა გაიტანეს უცხოეთში ყველაზე დიდი მოცულობით გაზიანი სასმელები ექსპორტზე. საქსტატის განმარტებით ისინი ვერ წარადგენენ ინფორმაციას უშუალოდ კომპანიების რიგითობის თაობაზე, მაგრამ გაასაჯაროვებენ რიგითობის გარეშე ტოპ ათეულში მყოფი კომპანიების სახელებს.

საქართველოდან შაქრიანი და გაზიანი სასმელების უმსხვილესი ექსპორტიორები (წარმოდგენილია რიგითობის გარეშე):

● აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
● სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
● სს ლომისი;
● სს ქართული ლუდის კომპანია;
● სს წყალი მარგებელი;
● შპს ალფა;
● შპს ბრავო;
● შპს ბუმ გრუპი;
● შპს გლობალ ბიერ ჯორჯია;
● შპს ლოადს.