21.იანვარი .2023 20:53

საქართველომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა გაზარდა

საქართველომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა გაზარდა
views 1492
უკან

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ 461 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შეისყიდა. ეს მოცულობა თანხორბივად წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტია.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გაიზარდა როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ბუნებრივი აირის იმპორტი. უფრო დეტალურად გაზის იმპორტი ასე ნაწილდება:

• აზერბაიჯანი - 349 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 39%;
• რუსეთი - 112 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 24%.

საქსტატის თანახმად, რუსული ბუნებრივი აირიდან დაახლოებით $20 მილიონი ავტოგაზს წარმოადგენდა, დანარჩენი კი მილსადენით მოწოდებული ბუნებრივი აირი იყო.

საქართველო გაზის უდიდეს ნაწილს აზერბაიჯისგან იღებს, რისთვისაც როგორც SOCAR-თან, ასევე შაჰ-დენიზის კონსორციუმთან ბუნებრივი აირის შეღავათიან ფასად მოწოდების მრავალწლიანი კონტრაქტები არის გაფორმებული. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა