საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლადდანიშნულ ელჩს ავსტრალიის თანამეგობრობაში, ბექა დვალს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში. ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს.
ინფორმაციისთვის, ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა, მიღებული აქვს შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში. აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, 2012 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ამ დრომდე გიორგი დოლიძე იკავებდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება