მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

ღარიბაშვილი და ძინპინი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეეძლებათ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩინეთიდან ტურისტების რიცხვი გაიზრდება. 

“ვმუშაობთ სხვა ბაზრებზეც, რათა ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. იცით, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერება და მეტი ინვესტიციების მოზიდვა და მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ეს წამახალისებელი მექანიზმი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის საქართველოში შემოსაყვანად”,- აცხადებს ღარიბაშვილი და დასძენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩინელი ვიზიტორები ყველაზე სასურველად ითვლებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები