მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ავტოპარკის 83% 10 წელზე ძველია

62e79ed6745f1
შოთა ტყეშელაშვილი
01.08.22 13:42
1758
საქართველოში სულ 1,47 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ამ ავტომობილების 83% 10 წელზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული.

შედარებით ახალი ავტოპარკია რეგისტრირებული თბილისში, სადაც რეგისტრირებული 509 ათასი ავტომობილიდან 10 წელზე უფროსია 380 ათასი ავტომობილი, რაც დედაქალაქის ავტოპარკის 75%-ია. ყველაზე მოძველებული ავტოპარკი გურიაში არის რეგისტრირებული, სადაც 37 ათასი ავტომობილიდან 10 წელზე უფრო ძველი 34 ათასი ავტომობილია (92%).

წლების თანახმად, ავტოპარკის ასაკი ასეთია:

● 2 წლამდე - 22.1 ათასი ავტომობილი;
● 2-დან 5 წლამდე - 32.8 ათასი ავტომობილი;
● 5-დან 10 წლამდე -186.4 ათასი ავტომობილი;
● 10 წელზე უფრო ძველი - 1.22 მილიონი ავტომობილი,

შემადგენლობის მიხედვით ავტოპარკი ასე ნაწილდება:

● მსუბუქი ავტომობილები - 1.25 მილიონი, მატება წინა წელთან 78 ათასი ერთეული;
● სატვირთო - 108 ათასი, მატება წინა წელთან 5 ათასი ერთეული;
● სამგზავრო (მიკროავტობუსები, ავტობუსები) - 54,7 ათასი, მატება წინა წელთან 1.2 ათასი ერთეული;
● სპეც დანიშნულების - 59.8 ათასი, მატება წინა წელთან 4.6 ათასი ერთეული.

საქსტატის თანახმად, საქართველოს ავტოპარკში 598 ათასი ავტომობილი ბენზინზე მუშაობს, 273 ათასი დიზელზე, 100 ათასი ჰიბრიდია, 143 ათასი ავტომობილი გაზზე არის გადაყვანილი, ხოლო ელექტრომობილების რაოდენობა 2.4 ათასია. წინა წელთან შედარებით ელექტრომობილების რიცხვი 200-ით გაიზარდა.

მფლობელობის მიხედვით 1.31 მილიონი ავტომობილი ფიზიკურ პირებს, 162 ათასი კი იურიდიულ პირებს ეკუთვნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები