მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იზრდება: სად ყიდის საქართველო პროდუქციას

წყალი

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ საექსპორტო შემოსავლებიც და გაყიდული წყლის მოცულობაც გაზარდა.

კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 101.02 მილიონი დოლარის ღირებულების 148.2 მილიონი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გაიტანა.

2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 90.23 მილიონ აშშ დოლარს და 137.57 მილიონ ლიტრს შეადგენდა.

შესაბამისად, წლიურად მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიდან შემოსავლები 11.95%-ით, ხოლო ექსპორტის მოცულობა 7.75%-ით გაიზარდა.

TOP 10 საექსპორტო ქვეყანა 2026 წლის 6 თვეში:

  1. რუსეთი – $46.41 მლნ (85.16 მლნ ლიტრი)
  2. ყაზახეთი – $18.21 მლნ (20.36 მლნ ლიტრი)
  3. უკრაინა – $11.67 მლნ (13.87 მლნ ლიტრი)
  4. ლიეტუვა – $5.40 მლნ (7.20 მლნ ლიტრი)
  5. უზბეკეთი – $4.30 მლნ (4.59 მლნ ლიტრი)
  6. მოპდოვა – $2.18 მლნ (2.00 მლნ ლიტრი)
  7. გერმანია – $2.03 მლნ (1.51 მლნ ლიტრი)
  8. ბელარუსი – $1.42 მლნ (2.30 მლნ ლიტრი)
  9. ისრაელი – $1.17 მლნ (1.33 მლნ ლიტრი)
  10. ყირგიზეთი – $1.11 მლნ (1.15 მლნ ლიტრი)

რაც შეეხება 2025 წელს, ის ქართული წყლების ექსპორტისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სრულ 12 თვეში ექსპორტმა 173.12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გაყიდული წყლის ჯამურმა მოცულობამ 256.45 მილიონ ლიტრს გადააჭარბა.

2025 წლის მონაცემებით, ქართული მინერალური და მტკნარი წყლების მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, რომელზეც მთლიანი საექსპორტო შემოსავლების 41%-ზე მეტი მოდიოდა.

TOP 10 საექსპორტო პარტნიორი 2025 წელს:

ქვეყანა ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი) მოცულობა (ლიტრი)
1 რუსეთი $71.03 131 780 203
2 ყაზახეთი $34.34 41 337 421
3 უკრაინა $20.29 25 074 462
4 უზბეკეთი $12.17 13 514 595
5 ლიეტუვა $10.20 13 434 962
6 გერმანია $3.39 2 609 975
7 მოლდოვა $3.33 3 192 439
8 ბელარუსი $2.53 4 392 607
9 ყირგიზეთი $2.49 2 593 778
10 აშშ $1.88 3 431 810

ბოლო წლების სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წელს დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ, სექტორმა სწრაფი აღდგენა და ზრდის ტემპის დაჩქარება შეძლო:

  • 2020 წელი: $116.58 მლნ
  • 2021 წელი: $141.82 მლნ (+21.6%)
  • 2022 წელი: $112.52 მლნ (-20.7%)
  • 2023 წელი: $131.54 მლნ (+16.9%)
  • 2024 წელი: $163.74 მლნ (+24.5%)
  • 2025 წელი: $173.12 მლნ (+5.7%)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები