მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი - დეველოპერების სანდო პარტნიორი

5feaf159d2b23
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.20 15:15
1599
დღეს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა კომერციული ბანკის გავლით - დაკრედიტების გზით უფრო ხშირია, ვიდრე ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად ბანკები და დეველოპერები ამ პროცესში ერთმანეთის სანდო და საიმედო პარტნიორებად იქცნენ.

პანდემიიდან გამომდინარე არსებული კრიზისული მდგომარეობის პირობებში სახელმწიფომ ბინების ყიდვის მსურველებისა და დეველოპერული სექტორისთვის სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა, რამაც ბანკებთან კავშირი უფრო მჭიდრო გახადა.

ამ პროცესში საქართველოს ბანკმა პარტნიორებისა და მომხამრებლისთვის კომფორტის შესაქმნელად სხვადასხვა პროდუქტების სრულყოფისა და გამარტივებისთვის შექმნილი სპეციალური 4B სივრცე კიდევ უფრო მეტად დატვირთა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი კომპლექსური მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ბანკის მიერ დეველოპერების პარტნიორად დამატების პროცესი გამარტივდა, ხოლო მომხარებლისთვის უფრო მოქნილი და მისთვის საჭირო პირობები ამოქმედდა.

როგორც საქართველოს ბანკის პარტნიორი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები BM.GE-სთან საუბრისას აცხადებენ, ბანკის მხრიდან მუდმივი ზრუნვა იმაზე, რომ საბანკო პროდუქტები კომპანიებისა და მომხმარებლისთვის უფრო მისაღები იყოს, მათ თანამშრომლობას ამყარებს და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.

„კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობა, თუ ძალიან დიდ პროექტებზე არ იყო საუბარი, ძალიან ჭირდა. ბოლო პერიოდში ბანკების მიდგომა ამ მხრივ შეიცვალა. დღეს საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი და მისაღებია.

მომსახურების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა და საბანკო პროდუქტების სრულყოფა გვაგრძნობინებს, რომ თანამშრომლობა შედეგზეა ორიენტირებული. დაფინანსების დამტკიცებისას ჩვენი და შესაბამისად ბანკის მომხმარებლისთვის კომუნიკაცია უფრო გამარტივებულია. საქართველოს ბანკის თანამშრომლები იმდენად ინფორმირებულები არიან სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შესახებ, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან, შესაბამისად მომხმარებელს აღარ უწევს დამატებითი ინფორმაციის და ალტერნატიული გზების ძიება.

ბანკებს, დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის გამართული კომუნიკაცია გაყიდვების ზრდის და მომხმარებელთათვის ზედმეტი ბიუროკრატიის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა დეველოპერული კომპანია „ლაგი კაპიტალისა“ და „სტუდიო გლდანის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ლომიტაშვილმა.

სამშენებლო კომპანია „ნიუ ჰაუსის“ დამფუძნებელი და დირექტორი კი იხსენებს, რომ საქართველოს ბანკთან ურთიერთობა მათი თანამშრომლობის პირველი დღეებიდან კეთილსაიმედო იყო.

„საქართველოს ბანკთან პირველი თანამშრომლობა 3 წლის წინ, ბანკიდან ჩვენთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთით დაფინანსების მოპოვებით დაიწყო. ჩვენც კარგი გადამხდელები ვართ, აქედან გამომდინარე ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ კომპანია „ნიუ ჰაუსი“ პანდემიის მიუხედავად ერთი კონკრეტული პროექტის განხორციელებას გეგმავდა, თუმცა ჩვენი პარტნიორის ფინანსური მხარდაჭერით, შევძელით და ორი პროექტი წამოვიწყეთ, შესაბამისად ჩვენი ბრუნვაც გაორმაგდა. ეს ის ბენეფიტია, რასაც კომპანია პარტნიორთან ურთიერთობით იღებს. სამშენებლო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი, აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთი ფინანსური ინსტიტუტი გყავთ პარტნიორად სანდოობა უფრო მაღალია და შესაბამისად მომხმარებელიც მეტია“, - განაცხადა ალექსანდრე ჭუბაბრიამ.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% სწორედ მათ მიერაა გაცემული. ამჟამად ბანკი 200-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 400-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.

სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში ჩართულობა გაყიდვების შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა იყო, ხოლო საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული დაბალი საპროცენტო განაკვეთები და მომსახურების პირობები კი ამ პროგრამას მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდიდა.

„სუბსიდირების პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, პანდემიისა და კრიზისის მიუხედავად, კომპანიის გაყიდვები გეგმიურ ნიშნულზე შევინარჩუნეთ. ამასთან, არ მოგვიწია ფასები დაწევა და მომხმარებელმაც იპოთეკის დაფინანსება უფრო ნაკლები დანახარჯებით მიიღო“, - განაცხადა გიორგი ლომიტაშვილმა.

„სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობისთვისაც ბინების შეძენა უფრო ხელმისაწვდომი გახდა. პრაქტიკამ კი ცხადყო, რომ საქართველოს ბანკში სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებაში როგორც ჩვენთვის, ასევე მომხმარებლისთვის ყველაზე მისაღები პირობებია“, - აღნიშნა ალექსანდრე ჭუბაბრიამ.