მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერული კომპანია "თბილისი ჰაუსი" კიდევ ერთ საცხოვრებელ კომპლექსს დიღომში აშენებს

649afc2e4cd52
თინათინ ნატმელაძე
27.06.23 19:25
1362
სტატიაში საუბარია:
დეველოპერული კომპანია "თბილისი ჰაუსი", რომელიც 2019 წელს დაარსდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მობინადრეებს ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოსა და მაღალი ხარისხის სამშენებლო პროექტებს სთავაზობს.

კომპანიას ამჟამად ოთხი დასრულებული პროექტი - ჰაუს კლასიკი, ჰაუს ქორნერი, ჰაუს გარდენი და ჰაუს პანორამა აქვს, რომლებიც ისანში, ლერწმის, ამილახვრისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე მდებრეობს.

ამჟამად კი კიდევ ერთი მიმდინარე პროექტის, "ჰაუს დიღომის" მშენებლობა დაიწყეს, რომელიც აღმაშენებლის ხეივანზე მდებარეობს და კომპლექსი ორ 11 სართულიან და 4 სართულიან ბლოკს მოიცავს, ჯამში სივრცე 165 ბინას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ პროექტი ყველანაირი მოთხოვნის მომხმარებელზეა მორგებული.

"ჩვენი კონცეპტუალური ხედვა გულისხმობს თანამედროვე სამშენებლო ობიექტების დაგეგმარებასა და სამშენებლო სამუშაოების იმგვარად წარმართვას, რომ შევინარჩუნოთ მაღალი რეპუტაცია სამშენებლო სექტორში, უზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო პროცესი მშენებლობის ყველა ეტაზე, ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე საცხოვრებელი გარემო და ქალაქის ეკოსისტემის გათვალისწინებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ურბანულ განვითარებაში", - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება ინვესტიციების საკითხს, კომპანიის პარტნიორი "საქართველოს ბანკია" და მის "გარანტირებული შენაძენის" პროგრამაში არიან ჩართულები, პროგრამა უძრავი ქონების შეძენის მსურველებს შესაძლო რისკებისგან აზღვევს.

თავის მხრივ "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ, თავიანთ პარტნიორებს განვითარების ყველა ეტაპზე გაყვნენ და ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც დეველოპერულ სექტორს ავითარებს, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს მათი პრიორიტეტია.

" სასიამოვნოა, რომ სამშენებლო კომპანია „თბილისი ჰაუსი“ იყო საშუალო ზომის ბიზნესი და ისე განვითარდა სულ ცოტა ხანში, რომ დღეს უკვე კორპორატიულ ბიზნესს წარმოადგენს. მოხარული ვართ რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეტანილი ამაში. კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და უკვე აქვს 4 წარმატებით დასრულებული პროექტი. ახლა კი ერთობლივად ვახორციელებთ კიდევ ერთ პროექტს ისანში", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

კომპანიის სამომავლო გეგმებსაც რომ შევეხოთ, "თბილისი ჰაუსი" თბილისის სხვა უბნებში შესვლას, მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას და თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო აქტიურად დანერგვას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები