მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი Digital Area პირველი ქართული ციფრული სუპერმარკეტის moitane-ს პარტნიორი გახდა (R)

6389f7c50cca1
BM.GE
01.12.22 18:04
530
საქართველოში პირველი ციფრული სუპერმარკეტის „მოიტანეს“ მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიის პარტნიორი საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანია JSC Digital Area გახდა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში JSC Digital Area-მ „მოიტანეში“ ახალი კაპიტალის (ე.წ. growth capital) ინვესტიცია განახორციელა, რაც „მოიტანეს“ ხელს შეუწყობს შემდგომ ზრდაში.

„მოიტანე“ არის სტარტაპი, რომლის მიზანიც მუდმივი განვითარება და ადამიანებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა. მუდმივად ვცდილობთ მათ შევთავაზოთ ზუსტად ის პროდუქტი, რაც ჭირდებათ. მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული პარტნიორობა შედგა. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო JSC Digital Area-ს გუნდს. ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა შევუერთდეთ იმ „Beyond the Banking“ ციფრულ ეკოსისტემას, რომელსაც Digital Area ფარავს. როგორც სტარტაპისთვის, განსაკუთრებით საამაყოა ასეთი მნიშნელოვანი ინვესტიციის მოზიდვა და სტრატეგიული პარტნიორობა. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან და სასარგებლო სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. მათ შორის, ხელს შევუწყობთ ადგილობრივ ფერმერებს და საკვები პროდუქტის მწარმოებლებს, მათ მიერ წარმოებული ქართული პროდუქციის ციფრული არხებით გაყიდვას და პოპულარიზაციას“, - განაცხადა „მოიტანეს“ დამფუძნებელმა მიშა კოდუამ.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა შედგა ქართულ და ამასთანავე ძალიან სწრაფად მზარდ სტარტაპ „მოიტანესთან“ ახლო მომავალში ვგეგმავთ, რომ გავაღრმავოთ ურთიეთთანამშრომლობა JSC Digital Area-ში შემავალ კომპანიებსა (extra.ge, optimo.ge) და „მოიტანეს“ შორის, რის შედეგადაც შევძლებთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანი (როგორც პირველადი მოხმარების, ასევე საყოფაცხოვრებო თუ სხვა) ერთ ციფრულ ჭერქვეშ“, - განაცხადა JSC Digital Area-ს დირექტორმა ანდრო რატიანმა.

ციფრული სუპერმარკეტის „მოიტანეს“ შესახებ: „მოიტანე“ ეს არ არის მხოლოდ მიტანის სერვისი, არამედ ეს არის სრულად ციფრული სუპერმარკეტი, სადაც ახალი, სანდო, ჯანსაღი, სეზონური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია განთავსებული. მისი საშუალებით მომხმარებელი ზოგავს დროს, ენერგიას და ფინანსებს, რადგან ის ზუსტად 30 წუთში ავსებს სასურველი პროდუქტების მარაგს სახლიდან გაუსვლელად. „მოიტანეს“ მიტანის სერვისი ვრცელდება როგორც თბილისში ასევე, მის შემოგარენში. „მოიტანეს“ გამოყენება მარტივია, საკმარისია ჩამოტვირთოთ მობილური აპლიკაცია: https://mtn.onelink.me/NvXk/media

JSC Digital Area-ს შესახებ: „Digital Area“ არის საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი და წარმოადგენს „Beyond the Banking“ ციფრულ ეკოსისტემას, რომლის მთავარი მიზანია ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულება. იგი აერთიანებს საქართველოში არსებულ რამოდენიმე მსხვილ ციფრულ პლატფორმასა და ციფრულ პროდუქტს, მათ შორის extra.ge, optimo.ge, adapter.ge, izibox.ge.

გარდა ამისა, Digital Area საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ გლობალურ კომპანია 500 Global-თან ერთად ჩართულია 500 Georgia-ს პროექტში მონაწილე სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში.