30.სექტემბერი .2022 13:42

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უფროსკლასელებს უმასპინძლა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უფროსკლასელებს უმასპინძლა
views 302
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „BAG ახალგაზრდების დასაქმებისთვის“ ფარგლებში უფროსკლასელებს უმასპინძლა.

შეხვედრას, რომელსაც USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა უფროსკლასელებისგან, ვინაიდან პროექტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დღეისათვის ნაკლებად პოპულარულ პროფესიებს, რომელიც პროფესიონალების სიმცირიდან გამომდინარე მეტად მოთხოვნადი და ანაზღაურებადი გახდა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ყველა ის თემა, რომელიც უფროსკლასელებისთვის საინტერესო და აქტუალურია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებიდან მოწვეული იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რამაც დისკუსია კიდევ უფრო საინტერესო გახადა. უფროსკლასელებმა გამოთქვეს სურვილი ასეთი შეხვედრების სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათი თქმით, პროფესიონალებთან გასაუბრებით, მათ მეტი ინტერესი და მოტივაცია უჩნდებათ დეტალურად გაეცნონ ასეთ პროფესიებს და შესაბამისად, სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთონ.

ზემოხსენებული შეხვედრა პირველი მაგალითია, როდესაც პროექტის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უფროსკლასელებს პირისპირ გააცნო პროფესიული და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობები, და რაშიც აქტიურად ჩაერთნენ წევრი კომპანიების წარმომადგენლები.

„მოხარულნი ვართ უფროსკლასელებთან შეხვედრით და ასეთი პროფესიული დისკუსიით, რაც პოზიტიურ სიგნალებს იძლევა ჩვენი ქვეყნის მომავლისთის. ახალგაზრდები საკმაოდ მომზადებულნი მოვიდნენ და ჩვენის მხრივ შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც ე.წ. „არამეინსტრიმული“ პროფესიების წარმომადგენლები დაგვეხმარნენ. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩვენი წევრი კომპანიების პროფესიონალები, მადლობა მათ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამას ამ დამოკიდებულებისა და ძალისხმევისთვის“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი BAG ახალგაზრდების დასაქმებისთვის USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრის ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა და მისი პარტნიორები.

(NS)



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა