მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია - რა გავყიდეთ/ვიყიდეთ 2022 წელს?

63ce39dce5e4b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.01.23 12:18
2666
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი 2022 წელს თურქეთი გახდა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, უფრო ზუსტად კი გასულ წელს ექსპორტის-იმპორტის მოცულობამ 2 მილიარდ 806 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2021 წლის რიცხვებთან შედარებით 30%-ით მეტია და მთლიანი ბრუნვის 14.7%-ია.

თურქეთთან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მხოლოდ 15.5% უკავია და ის ექსპორტის მიხედვით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან თურქეთში 435 მილიონ 485 ათასი დოლარის საქონელი გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტს 34.9%-ით აღემატება. ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში გასულ წელს თურქეთი მეოთხე ადგილს იკავებდა, წელს კი ექსპორტის მოცულობით ეს ადგილი სომხეთმა დაიკავა.

საექსპორტო საქონელს შორის მთავარი ელექტროენერგია, მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი და ასევე ფეროშენადნობები იყო.

თურქეთში TOP-10 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი:

1. ელექტროენერგია - 79.5 მლნ დოლარი;
2. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 72.7 მლნ დოლარი, 2 153 ტონა;
3. ფეროშენადნობები - 60.2 მლნ დოლარი, 34 297 ტონა;
4. ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - 43.5 მლნ დოლარი, 1 624 ტონა;
5. ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 18.1 მლნ დოლარი, 28 031 ტონა;
6. ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა - 13.2 მლნ დოლარი, 5 653 ტონა;
7. დანარჩენი საქონელი - 10.2 მლნ დოლარი;
8. სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 10 მლნ დოლარი, 1 323 ტონა;
9. ტყვია დაუმუშავებელი - 8 მლნ დოლარი, 3 808 ტონა;
10. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 7.1 მლნ დოლარი, 6 086 ტონა;

2022 წელს უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს თურქეთი 84.5%-ით იკავებს. თურქეთში საქონლის შესაძენად ქვეყნიდან 2 მილიარდ 370 მილიონი დოლარი გავიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 29.6%-ით გაიზარდა. მთლიან იმპორტში მეზობელ თურქეთზე 17.6% მოდის.

TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 105.4 მლნ დოლარი, 3 239 ცალი;
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 73.2 მლნ დოლარი, 1 046 ტონა;
3. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 53.8 მლნ დოლარი, 25 401 ტონა;
4. შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 47.5 მლნ დოლარი, 46 399 ტონა;
5. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - 47 მლნ დოლარი, 2 530 ტონა.
6. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 44.8 მლნ დოლარი, 2 365 ტონა;
7. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 41.2 მლნ დოლარი, 32 121 ტონა;
8. მერქან-ბურბუშელისა ფილები - 38.8 მლნ დოლარი, 85 647 ტონა;
9. ალუმინის წნელები და პროფილები - 36.5 მლნ დოლარი, 6 567 ტონა;
10. მავთულები იზოლირებული, კაბელები - 33.6 მლნ დოლარი, 6 477 ტონა;