მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრემიერი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს შეხვდა

6409d2cf81ee5
BM.GE
09.03.23 16:35
643
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს ლუის ბონოს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში.

მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის.