23.იანვარი .2020 18:20

საქართველოს, როგორც ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება - რა წერია სტრატეგია 2020-2025-ში?

views 2338
უკან

საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბი უნდა ჩამოყალიბდეს, - ამის შესახებ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაშია ნათქვამი.

სტრატეგიაში წერია, რომ უნდა მოხდეს: ინტერნეტის და მონაცემებზე დამყარებული სერვისების განვითარების მხარდაჭერა ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშესაწყობად; ელექტრონული კომერციის სერვისების მხარდაჭერა; გადახდის ციფრული სისტემების განვითარება და ინტელექტუალური საკუთრების განვითარება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო „ჰაბის“ ჩამოყალიბება.

სტრატეგიის მოსალოდნელ შედეგებად მთავრობას მიაჩნია განვითარებული ტექნოლოგიური ინდუსტრია საქართველოში ისეთი მნიშვნელობის ტრადიციული დარგების მხარდასაჭერად, როგორებიცაა ლოგისტიკა და ტურიზმი; გაფართოებული დარგები გაციფროვნების და ბაზრებთან გაზრდილი წვდომის მეშვეობით; სატელეკომუნიკაციო ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა