მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა დაუშვეს

618a2f47d7860
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.21 12:26
1148
იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების Pfizer-ით ვაქცინაციის დაწყებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ასაკის ბავშვებს აცრა მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში შეეძლებათ.

„საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს Pfizer-ის ვაქცინის 2 დოზით. ამდენად მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ მოთხოვნა არასრულწლოვნებში სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ კაბინეტებს და ჩაიტარონ აცრა Pfizer-ით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის აზრით, ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანია, რადგან ინფიცირების გარდა ისინი თავად შეიძლება გახდნენ ინფექციის გამავრცელებლები.

„ბავშვების ინფიცირების მონაცემები შედარებით დაბალია, თუმცა ეპიდემიოლოგიური კუთხით ბავშვების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვი, შესაძლოა, თავად გახდეს ინფექციის წყარო. ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. საბედნიეროდ, ბავშვებში ინფექციის გავრცელება მაღალი არ არის და არც გამოსავლებია რთული, თუ თანხმლებ ქრონიკულ დაავადებებთან არ გვაქვს საქმე“, - აღნიშნა გაბუნიამ.