მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 62 უნივერსიტეტია - ბოლო სტატისტიკა

5e5fe2023bd1c
თათია ჩაფიჩაძე
04.03.20 23:15
1839
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, საიდანაც 19 სახელმწიფო და 43 კერძოა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაწესებულებათა რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 60% თბილისშია.

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 43.2 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.9 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 15.4 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით,1.6 ათასით გაიზარდა. ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.