მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში აღრიცხული კიბერდანაშაული 53%-ით გაიზარდა

5e0f44a793ca8
შოთა ტყეშელაშვილი
03.01.20 18:00
2066
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 11 თვეში კიბერდანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა. კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, პირველ შვიდ თვეში ამ ტიპის დანაშაულის სულ 1611 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 53.3%-ით აღემატება.

ამ ტიპის დანაშაულების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მათი გახსნის მაჩვენებელიც. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში სამართალდამცავებმა კომპიუტერული დანაშაულების 8.75% გახსნეს, 2019 წელს კი, ეს რიცხვი 4.97%-მდე არის შემცირებული ანუ კიბერდანაშაულის თითქმის 95% გაუხსნელი რჩება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:

• მუხლი 284 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა;
• მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა;
• მუხლი 286 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სხვა კატეგორიის დანაშაულების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. წლის 11 თვეში ჯამურად 58,738 სამართალდარღვევა აღირიცხა, რაც 2018 წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია. 

დანაშაულთა გახსნის რაოდენობა კი, უცვლელია და კვლავ 34%-ს შეადგენს.