მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის - შემცირდა - I კვარტალის სტატისტიკა

იმპორტი

საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ხორბლის იმპორტი სრულად და ფქვილის იმპორტის 97% სწორედ რუსეთზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის იმპორტი კი შემცირდა.

ხორბლის იმპორტი

პირველ კვარტალში საქართველომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით მეტი, 61 436 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, რაშიც 15.1 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. მთავარი საიმპორტო პარტნიორი რუსეთია. ხორბალი რუსეთიდან იმპორტირებული მეოთხე უმსხვილესი საქონელია. უმნიშვნელო ოდენობის ხორბალი შემოვიდა გერმანიიდან:

  • რუსეთი - $15.1 მლნ/61,436.06 ტონა;
  • გერმანია - $480/200 ტონა.

ფქვილის იმპორტი

იანვარ-მარტში ფქვილის იმპორტი 57%-ით შემცირდა და 18 478 ტონა ($4.7 მლნ) შეადგინა. ფქვილის იმპორტში 97%-იანი წილით რუსეთი ლიდერობს, რომელსაც თურქეთი მოჰყვება.

უფრო დეტალურად, საქართველომ ხორბლის ფქვილი შემდეგი ქვეყნებისგან იყიდა:

  • რუსეთი - $4.3 მლნ/17891.55 ტონა
  • თურქეთი - $255 020/447.70 ტონა
  • იტალია - $63 480/60.21 ტონა
  • ლიეტუვა - $21 790/50.00 ტონა
  • ავსტრია - $16 690/20.25 ტონა
  • საფრანგეთი - $6 330/4.80 ტონა
  • პოლონეთი - $1 340/0.81 ტონა
  • საბერძნეთი - $1 280/0.92 ტონა
  • გერმანია - $870/0.70 ტონა
  • ბელარუსი - $690/1.00 ტონა
  • გაერთიანებული სამეფო - $240/0.08 ტონა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ხორბლის მაღალი მარაგებია და ფასებთან დაკავშირებული მდგომარეობაც სტაბილურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები