საქსტატმა 2024 წლის პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპორტმა 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 619 მილიონი დოლარი იყო. მათ შორის საქართველოს ექსპორტი რუსეთში $161 მილიონს შეადგენდა (კლება 9%), ხოლო იმპორტი $458 მილიონი იყო (კლება წინა წელთან 7%).
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან რუსეთში შემდეგი დასახელების საქონელი გავიდა (ტოპ 5):
- ღვინოები - 65 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 71%;
- სპირტიანი სასმელები - 27 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 107%;
- მინერალური და მტკნარი წყლები - 19 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16%;
- გაზიანი შაქრიანი სასმელები - 13 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%;
- ციტრუსი - 7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 250%.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონელი 2024 წლის პირველ სამ თვეში:
- ნავთობპროდუქტები - 137 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 19%;
- ბუნებრივი აირი - 91 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
- ფოლადის არმატურა - 18 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 96%;
- ხორბალი - 15 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
- მინის ბოთლები და ბოცები - 10.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1%.