საქსტატმა ქვეყანაში გაცემული ხელფასების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო ხელფასი 1,304 ლარი იყო. საქსტატის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას დასაქმებულთა პოზიციების შესახებაც. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს მენეჯერულ პოზიციებზე (ყველა სექტორში არსებული მენეჯერული პოზიციებზე) საშუალოდ 2,414 ლარის ხელფასი გაიცემოდა. არაკვალიფიციური მუშაკების ხელფასები კი საშუალოდ 674 ლარს შეადგენდა.
ხელფასების განაწილება სამუშაო პოზიციების მიხედვით ასეთია:
• მენეჯერები - 2,414 ლარი;
• სპეციალისტი-პროფესიონალები - 1,337 ლარი;
• ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები - 1,193 ლარი;
• ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები - 1,178 ლარი;
• ოფისის დამხმარე პერსონალი - 1,144 ლარი;
• დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები - 1,112 ლარი;
• მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები - 911 ლარი;
• სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული კვალიფიციური მუშაკები - 791 ლარი;
• არაკვალიფიციური მუშაკები - 674 ლარი.
"სქესის მიხედვით კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 2768.9 ლარით. გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.