მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Covid-ვაქცინით სრულად მოსახლეობის 44.9%-ია აცრილი

62bb0f2fb094d
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.22 18:40
776
საქართველოში დღეისთვის სულ 2 902 085 კოვიდის საწინააღმდეგო აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 371 921, რაც ზრდასრული მოსახლეობის 48.5%-ს შეადგენს; სრულად ვაქცინირებულია 1 270 848 ადამიანი ანუ 18 წელს ზევით მოსახლეობის 44.9%.

ბუსტერ დოზით აცრილია 255 365 პირი; 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 4 394 პირი (2.33%), ხოლო სრულად 3 522 (1.86%) მოზარდია აცრილი. 16-17 წლის მოზარდებში კი მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 846 (15.70 %) პირი, სრულად - 11 372 (13.90%) ადამიანი.

20-დან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით სულ 1 646 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით აცრების მაჩვენებელი ასეთია: თბილისი - 734; აჭარა - 413; იმერეთი - 172; ქვემო ქართლი - 129; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 71; შიდა ქართლი - 38; კახეთი - 37; სამცხე-ჯავახეთი - 23; გურია - 17; მცხეთა-მთიანეთი - 8; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 4.