მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირი" ტყიბულში 15-მდე მეშახტის პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5d89db068d99f
ლიკა გურაბანიძე
24.09.19 13:05
1150
„საქნახშირი“ ტყიბულში 15-მდე მეშახტის პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, ტყიბულში დღეს დილიდან 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის,  კომპანია „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო.

„მოგეხსენებათ, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ხორციელდება. მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში პერსონალისთვის ხელფასების გაცემა უწყვეტად ხდებოდა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა.

რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და მთლიანობაში თითქმის 20 მილიონ ლარამდეა. ამ დროისთვის, კომპანია „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, ინფორმაცია ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო. ამ დროისათვის კომპანია სახელმწიფოსთან ერთად კონსულტაციებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს, რათა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან ერთობლივად გამოინახოს", - აღნიშნულია განცხადებაში.