საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტს, მიგელ ანგელ დომინგო მორალესს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - "საქპატენტი", "ტეკილას" კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაციის მოწმობა გადაეცა. ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანია ტეკილას საქართველოს ბაზარზე პოპულარიზაცია და ასევე, ქართული ღვინის მექსიკის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა, ორი დღეა მიმდინარეობს.
საქპატენტის ინიციატივით, დღეს ტეკილასა და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა რამდენიმე ქართული კომპანიის მონაწილეობით, რომლებიც ღვინის ექსპორტზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ დელეგაციას ახლავს მექსიკის მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს შესახებ რეპორტაჟებს ამზადებენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ასევე, ტეკილას წარმოების ეროვნული პალატის პრეზიდენტი და მექსიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც ოფიციალური შეხვედრა ქართველ კოლეგებთან უკვე გამართეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას, გარდა ამისა, შეხვედრა გაიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან, სადაც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ტეკილას წარმომადგენლები, საქართველოს პირველად 2019 წელს, საქპატენტისა და გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის - "OriGIn" ორგანიზებულ “გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ” საერთაშორისო კონფერენციაზე ეწვივნენ. კონფერენციას ტეკილასთან ერთად დაესწრნენ გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული ისეთი ცნობილი პროდუქტების მწარმოებლები, როგორიცაა, "პროსეკო", "ბავარიული ლუდი“, "ყველი პარმიჯანო რეჯანო“, "მოდენას ბალზამიკოს ძმარი“, "პარმას ლორი“, "სკოჩ ვისკი“, "გრანა პადანო“, ყველი "კომტე“ და სხვა. აღნიშნული კონფერენციის საქართველოში ჩატარების შედეგად, სადაც, ასევე, ქართული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყო, ტეკილას წარმომადგენლებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ბაზრის მიმართ, რისი დასტურია საქართველოში მათი ინტელექტუალური საკუთრების დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები და დღევანდელი ვიზიტი.
ტეკილას მარეგულირებელი საბჭო არის სახელმწიფო უწყება, რომელიც აერთიანებს ტეკილას წარმოებაში ჩართულ ყველა მხარის წარმომადგენლებს: აგავას ფერმერებს, ტეკილას მწარმოებლებს, დილერებს, დისტრიბუტორებს და ჯამში 135 წევრისგან შედგება. საბჭო არეგულირებს ტეკილას და აგავას წარმოების კონტროლსა და კომერციალიზაციას, უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე დასახელება ტეკილას დაცვას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას