მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: 2019 წელს საქართველოს ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი 0.8%-ით შემცირდა

5e1d6ded621ed
თელარა გელანტია
14.01.20 11:28
1558
2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო - იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები).

საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 იანვარს გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები