მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველომ 23 000 ტონამდე ბანანი იყიდა - იმპორტი მზარდია

ბანანი

საქართველოში ბანანის იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში 22 891 ტონა ბანანი შემოვიდა, რაც წლიურად 31%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანას ბანანის იმპორტი გაუიაფდა. 5 თვეში ბანანის იმპორტში გადახდილი თანხა წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა და 19.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოსთვის ბანანის მთავარი მომწოდებელი ეკვადორია, სწორედ მასზე მოდის მთლიანი იმპორტის 97%.

იანვარ-მაისში ბანანის იმპორტის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით შემდეგია:

  • ეკვადორი - $19.2 მლნ/22,184.5 ტონა
  • აშშ - $323 140/405.96 ტონა
  • თურქეთი - $124 140/164.92 ტონა
  • ირანი - $80 160/94.77 ტონა
  • კოსტა-რიკა - $32 620/39.18 ტონა

უმნიშვნელო იმპორტი ფიქსირდება ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

ცნობისთვის, ბანანის იმპორტი 45%-ით იყო გაზრდილი გასულ წელს. 2023 წელს საქართველომ 34.3 მლნ აშშ დოლარის 40 148 ტონა ბანანი იყიდა, 2022 წელს კი, 29.2 მლნ აშშ დოლარის 37 233 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები