მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა, მიზეზი დარგში ხელფასების მატებაა

5d887a4a38ca8
თელარა გელანტია
23.09.19 11:49
1158
2019 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.9%-იანი მატებით, რამაც მთლიან ინდექსზე 3.63 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა.

„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2019 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები: