მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი წელს დაუკვირვებადი ეკონომიკის აღრიცხავს გეგმავს

5ed4a5df7b356
ელენე გოგბერაშვილი
01.06.20 11:25
994
საქსტატი წელს დაუკვირვებადი ეკონომიკის აღრიცხავს გეგმავს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც ერთი თავი დათმობილი აქვს საქსტატის მიერ 2020 წელს დაგეგმილ აქტივობებს.

მიმდინარე წლის განმავლობაში სტატისტიკის სამსახური ახალი სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარებას გეგმავს, რომელიც პირველად ჩატარდება; ასეთი კი რამდენიმე მიმართულებაა:

- დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევა განათლების სექტორში, კერძო რეპეტიტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების მიმართულებით;
- დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევა უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების შეფასების მიმართულებით;
- მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის საპილოტე გამოკვლევა;
- მწარმოებელთა ფასების საპილოტე გამოკვლევა ტურისტული ოპერატორების და ტურისტული სააგენტოების მომსახურებაზე;
- დროის გამოყენების გამოკვლევა“, - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა 2020 წელს დაგეგმილ აქტივობებს შორისაა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად,  „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის გადახედვა, კანონში შესატანი ცვლილებების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა;

- მედიანური ხელფასის გაანგარიშება ადმინისტრაციული წყაროებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე;
- გაეროს სტატისტიკის სამმართველოსთან (UNSD) თანამშრომლობით, მობილური ოპერატორების მონაცემებზე დაყრდნობით, გაგრძელდება ე. წ. „დიდი მონაცემების“ (Big Data) გამოყენების შესაძლებლობების შეფასება, მიგრაციისა და ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით.
- გაგრძელდება აქტიური სამუშაოები ფასების სტატისტიკაში მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდების (web scraping და სკანერული მონაცემები) დანერგვასთან დაკავშირებით, კერძოდ, უძრავი ქონების ფასების ინდექსისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების მიმართულებით.

ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკის წარმოება (უკვე გავრცელდა 2019 წლის წინასწარი მონაცემები. დინამიკური მწკრივი დამუშავდა 2014 წლიდან);

• პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების დამუშავება საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელოს მე-6 ვერსიის მიხედვით;
• პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების დამუშავება საწარმოთა ზომების მიხედვით;

ფასების სტატისტიკაში დაგეგმილია საქმიანობის სახეობათა მიხედვით პროდუქციის სტატისტიკური კლასიფიკატორის განახლებული ვერსიის (CPA 2008) დანერგვა;

• დაინერგება ფასების ახალი ინდექსები:
- სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი;
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე;
- ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი;
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე და ა.შ"-ნათქვამია საქსტატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.