მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სარესტორნე ბიზნესში დასაქმებულებზე დიდი მოთხოვნა ე.წ. ქოლცენტრებიდან იყო” - სიდამონიძე

62d8e7e3c017a
ნინი ლონგურაშვილი
21.07.22 22:22
936

სტუმარ-მასპინძლობის სექტორში კადრების დეფიციტზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. აღნიშნული საკითხი, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში გამწვავდა. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთან დასაქმებულმა ადამიანებმა ჰორეკა სექტორი დატოვეს და უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებს დათანხმდნენ.

მაია სიდამონიძე, რომელიც სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესში წლებია ოპერირებს, კადრების სიმცირის მთავარ მიზეზებს ასახელებს. მისი თქმით, სექტორი არასტაბილურია, რაც ხელს უშლის კადრების მოძიებას. BMG-სთან ის ამბობს, რომ სარესტორნე ბიზნესში დასაქმებული ადამიანები პანდემიის პერიოდში "ქოლცენტრებში" მაღალი ანაზღაურების გამო დასაქმდნენ.

“კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ვერსია ქვეყნიდან გადინებაა, როგორც ევროპის, ასევე სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებში, უკეთესი პერსპექტივის და შემოსავლის ძებნის მიზეზით. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში მსმენია, რომ სარესტორნე ბიზნესში დასაქმებულ კადრებზე დიდი მოთხოვნა იყო ე.წ. ქოლცენტრებიდან. მიზეზი ისაა, რომ ჩვენი კადრები ფლობენ უცხო ენებს და შესაბამისად მოთხოვნა მაღალი იყო. რა თქმა უნდა, ე.წ. ქოლცენტრებიდან სახელფასო შეთავაზებაც ათჯერ და ოცჯერ აღემატებოდა იმას, რაც ამ პოზიციაზე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ.” - ამბობს მაია სიდამონიძე.