მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

5e4541a44e983
BM.GE
13.02.20 16:30
740
11 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 88 004.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო (1030.35 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.