მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარგებლის მიღების ახალი წყარო მიგრანტებისთვის - "„ფორსაით კაპიტალში“ ფულის განთავსება მიგრანტებსაც შეუძლიათ"

639b48707783b
ალა ისპირიანი
15.12.22 21:27
1143
საქართველოდან საზღვარგარეთ სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის, რაც ცხადია ფულადი გზავნილების მოცულობას ყოველ წელს ზრდის. მაგალითად, 2022 წლის მხოლოდ ოქტომბერში ქვეყანაში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა $502.0 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 143%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული მაჩვენებლის მაგალითად, ბოლო ოთხი წლის მონაცემს თუ ვნახავთ, ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2019, 2020 წლებში ფულადი გზავნილების მოცულობა მილიარდს აჭარბებდა, 2021 წელს $2 მილიარდზე მეტი იყო, ხოლო 2022 წელს $3 მილიარდს აღემატება.

იმისათვის, რომ მიგრანტებმა საკუთარი გამომუშავებული თანხიდან დამატებითი სარგებელი ნახონ, საქართველოში ამის რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორისაა: გაქირავების მიზნით უძრავი ქონების შეძენა, ბანკში ანაბრის გახსნა, ან ბიზნესის დაწყება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ახლა კი მიგრანტებისთვის შემოსავლის ახალი წყარო გაჩნდა, რაც საინვესტიციო ფონდში თანხის განთავსებას და იქიდან სარგებლის მიღებას გულისხმობს. ცხადია, აღნიშნული გზა სარგებელს საქართველოს ეკონომიკასაც მოუტანს, რადგან საინვესტიციო ფონდში ჩადებული თანხა ფატობრივად ეკონომიკაში ბრუნავს.

საინვესტიციო ფონდ „ფორსაით კაპიტალის“ საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ Bm.ge -სთან განაცხადა, რომ აღნიშნულ ფონდში თანხის განთავსება მიგრანტებსაც შეუძლიათ, მაგრამ მათ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.

„ერთ-ერთი მთავარი ზუსტად ქართველი ემიგრანტები არიან, ვინც ფულად გზავნილებს აგზავნიან. ამ ეტაპზე ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. გვინდა სხვადასხვა ქვეყნებში სათვისტომოებში გავაკეთოთ შეხვედრები და ჩვენი ფონდი წარვუდგინოთ. ეს იმიტომაა საჭირო, რომ როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე ემიგრანტების შემთხვევაში მთავარი გამოწვევა ცნობადობაა. საჭიროა მათთან ინფორმაცია მივიტანოთ და ჩვენი პროდუქტის შესახებ დეტალები გავაცნოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფონდი უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რატი მორჩილაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულის განხორციელება მომავალი წლის გეგმაშია.

რაც შეეხება სარგებელს, რასაც მიგრანტები მიიღებენ რატი მორჩილაძის თქმით, ის 5%-იან წლიურ მოგებას გულისხმობს:“ეს ბანკის დეპოზიტზე ორნახევარჯერ მეტია. ასევე დივიდენდის დარიცხვაც და გადახდაც ყოველთვიურად ხდება. ფაქტობრივად ეს რეგულარული შემოსავალია“.

ცნობისთვის, „ფორსაით კაპიტალი“, როგორც საინვესტიციო ფონდი ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა $30 მილიონია, ვადიანობა კი - ხუთი წელი.

საქართველოში დანაზოგის შენახვის გზები და ინვესტირების ალტერნატივა