საქალაქო სასამართლომ კარფურის წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების რამდენიმე სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო. ამ დროისათვის საერთაშორისო ბრენდს უკანონო და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამო სასამართლოში 9 ქართული კომპანია უჩივის და რამდენიმე სარჩელს იურისტები კიდევ ამზადებენ.
დავის საგანი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტურია. ქართული კომპანიები კარფურს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდური თანხების ჩამოჭრას ედავებიან. კომპანიების დიდმა ნაწილმა უკვე გაწყვიტა ბრენდთან ხელშეკრულება და პროდუქციის მიწოდება შეაჩერა. მას შემდეგ, რაც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ კარფურის წინააღმდეგ დავის დაწყების შესახებ დაანონსა, bm.ge-ს რამდენიმე კომპანია თავად დაუკავშირდა.
როგორც ირკვევა კარფური თანაბრად ეპყრობა თითქმის ყველა მიმწოდებელ კომპანიას: ახდევინებს ქსელში დაშვებისთვის საკამოდ სოლიდურ თანხას, აკისრებს ე.წ მარკეტინგულ გადასახადს და მიმწოდებლებთან შეთანხმების გარეშე ყოველ გახსნილ ახალ ობიექტზე მორიგ შესვლის საფასურს და მარკეტინგულ ხარჯს ასანაზღაურებელი თანხიდან უქვითავს. როგორც კომპანიები ამბობენ, პრობლემაა ორენოვანი კონტრაქტიც, რომელთა შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავებულია და ინგლისურ ვარიანტი შეფარვით სხვადასხვა გადასახადია ჩადებული, რასაც კარფური თავის სასარგებლოდ იყენებს და ქართულ კომპანიებს სოლიდურ თანხებს აჭრის.
კომპანიების ნაწილს იურიდიულ მომსახურებას NEXIA TI-ს იურისტები უწევენ. მათი თქმით, კარფურის წინააღმდეგ ქართული კომპანიების დავის დაწყების შესახებ მედიაში გასული ინფორმაციის შემდეგ, ძალიან ბევრი კომპანია გამოთქვამს სურვილს საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის პროცესში ჩაერთოს.
"ნექსიას გუნდმა 4 სარჩელი შეიტანა სასამართლოში კარფურის წინააღმდეგ. დღეის მდგომარეობით, ოთხივე მიღებულია წარმოებაში. რაც შეეხება კარფურის პოზიციას, დღემდე არ წარმოუდგენია დასაბუთებული შესაგებელი ჩვენს მოთხოვნაზე ანუ დღემდე არ ვიცით მათი ზუსტი პოზიცია, თუ რა გარემოებებზე აპელირებს, როდესაც ის ახდენდა ამ თანხების ჩამოჭრას.
სხვათაშორის რეპორტაჟების გასვლის შემდეგ კომპანიების მომართვიანობა გაიზარდა. მაგალითად რამდენიმემ უკვე დაგვიდასტურა სურვილი შევიტანოთ სარჩელი სასამართლოში. გადმოგზავნილია დოკუმენტები, ჩვენ ვამუშავებთ მას და ვემზადებით სასამართლოში სარჩელის შესატანად.
გარდა ამისა, რამდენიმე კომპანია ასევე დაგვიკავშირდა და გამოთქვა სურვილი შეიტანონ სარჩელი სასამართლოში კარფურის წინააღმდეგ და მათი მხრიდანაც ველოდებით დოკუმენტაციას, რათა შევაფასოთ მათი მოთხოვნის მოცულობა და განვსაზღვროთ სასამართლოში სარჩელის შეტანის პერსპექტიულობა" -აცხადებს შოთა მახათაძე ნექსიას უფროსი იურისტი.
ჩვენი რამდენიმე შეთავაზების მიუხედავად კარფური კვლავ უარს ამბობს, მოსარჩელე მხარის ბრალდებებს უპასუხოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ