მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროს დახურულ სივრცეში გასართობი და სპორტული ზონების გამოყენება იკრძალება - დანართი 16

5ed101704fefa
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.20 16:32
1791
სასტუმროებში გასართობი და სპორტული ზონების გამოყენება იკრძალება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასტუმროების ოპერირებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებშია ნათქვამი, რომელიც სექტორისთვის დღეს გამოქვეყნდა.

„სპორტულ-გასართობი ცენტრები:

• აიკრძალოს ბავშვთა გასართობი ზონების ფუნქციონირება;
• დროებით, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე, აკრძალოს საერთო გამოყენების სპორტული დარბაზების ფუნქციონირება;
• აიკრძალოს სასტუმროს შიდა სივრცეში განთავსებული გასართობი და სპორტული ზონების ფუნქციონირება”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე რეკომენდაციების მიხედვით, არ იკრძალება სასტუმროს გარე სივრცეში არსებული ბილიარდის, ტენისის და სხვა სპორტულ/გასართობი ცენტრისთვის ფუნქციონირება, რომლისთვის გამოყოფილი ინვენტარი სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით, ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს.