მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანით გადაადგილება არ ეკრძალებათ-საპატრიარქო

5e9973c801aeb
ინგა მურუსიძე
17.04.20 13:22
2154
სასულიერო პირებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება არ ეზღუდებათ, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

"გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს ანუ ვნების პარასკევს 12:00 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და, რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.