მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესი 25 წლამდე ასაკის პირების თამაშისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდება

61c4590c2c3a4
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.21 15:32
2753
პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულია კანონი, რომელიც აზარტულ თამაშებზე რეგულაციებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს და თითქმის 1 მილიონ ადამიანს თამაშის უფლებას უკრძალავს. საუბარია 25 წლამდე პირების; ასევე სოცდაუცველების და საჯარო მოხელეებისთვის თამაშის უფლების შეზღუდვაზე. აკრძალვა გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების, ან საკუთარი განაცხადის თანახმად “თამაშდამოკიდებულის” სტატუსს მიიღებენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა აზარტული თამაშების ოპერატორს დაეკისრება. კერძოდ, პირველად დარღვევაზე ჯარიმა 10,000 ლარი, განმეორებითი დარღვევისთვის კი 20,000 ლარი იქნება. 10,000 ლარის ჯარიმა არის გათვალისწინებული ასევე აზარტული თამაშის ოპერატორის მიერ რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებული აკრძალვის დარღვევისთვის. 

აქვე აღსანიშნია, რომ დაახლოებით 1 მილიონი მოქალაქისთვის თამაშის უფლება 2021 წლის 1 მარტიდან აიკრძალება. იქამდე ამ რეგულაციის აუცილებელი მონაცემთა ბაზები უნდა შეიქმნას.
 
კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და გუშინ მიიღო, რისთვისაც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრის მადლობაც დაიმსახურა.