სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის. აღნიშნული სტანდარტის დანერგვას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს, თუმცა 2018 წლის ბოლოდან კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დევს. როგორც მარეგულირებელს, ისე სექტორს მოლოდინი აქვს, რომ განხილვები პარლამენტში მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს. უკვე შეთანხმდა სექტორი როგორ მოხდება მოზიდული პრემიის გადანაწილება მზღვეველებს შორის. რაც შეეხება თავად სადაზღვევო პრემიას, რომლის გადახდაც მოქალაქეებს სავალდებულო წესით მოუწევთ, კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური პრემიის მაქსიმალური ჭერი 150 ლარი იქნება.
"ალდაგის" გენერალური დირექტორის შეფასებით, საუბარია დამატებით 100 მილიონი ლარის ბაზარზე, თუმცა რა იქნება ინდუსტრიის მომგებიანობა, ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია.
„მომგებიანობას რას ველოდებით? არ ვიცი, პირველ წელს რთული იქნება ამის თქმა, ბევრი მაგალითი გვქონდა აღმოსავლეთ ევროპაში, როცა მზღვეველმა შესვლის შემდეგ დატოვა ეს პროექტი. მოლოდინებზე საუბარი რთულია, თუმცა 90-95% რომ იყოს ზარალიანობა და 5-10%-მდე მოგება, იქნებოდა კარგი. ერთი წლის თავზე შეგვეძლება ამაზე საუბარი“, - განმარტავს გიორგი ბარათაშვილი.
მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვთ, რადგან დოკუმენტი მათი აქტიური ჩართულობით მომზადდა. ამ დრომდე ღია იყო საკითხი, როგორ მოხდებოდა სადაზღვევო პრემიის გადანაწილება მზღვეველ კომპანიებზე. "ამ ნაწილში მსხვილი კომპანიები დათმობაზე წავიდნენ" - ამბობს "ალდაგის" გენერალური დირექტორი. გიორგი ბარათაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე მოზიდული პრემია 18 სადაზღვევო კომპანიაზე თანადაზღვევის სისტემით გადანაწილდება.
„წარდგენილი კანონპროექტით პირველი ორი წლის განმავლობაში ყველა კომპანია იღებს თანაბრად წილს, თუმცა დიდი კომპანიები, მათ შორის ჩვენც წავედით დათმობაზე და თქვით, რომ რეალურად მოხდეს თანაბარი გადანაწილება 2 წლის განმავლობაში, რომ დისკომფორტი არ შეჰქმნოდა არც მთავრობას და არც კანონმდებლებს, როცა ამ კანონს განიხილავენ და არ დარჩენილიყო ეს ღია საკითხად. პირველი ორი წელი იქნება თანაბარი გადანაწილება, შემდეგ გაწერილია ფორმულა და სავარაუდოდ ბაზრის წილების მიხედვით იქნება შემდეგ წლებში“,-განმარტავს ბარათაშვილი.
ექნებათ თუ არა შენიშვნები უკვე კანონმდებლებს წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს საკომიტეტო განხილვების დროს გამოჩნდება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვები და მიღება წელს უნდა მოესწროს.
კანონი, რომელიც მოქალაქეებს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას ავალდებულებს, კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი