მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Binance-ის კრიპტობირჟაზე კიბერშეტევა მოხდა

BM.GE
10.10.22 09:40
245
გასული კვირის მიწურულს, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტობირჟა გატეხეს და გუშინწინდელი მონაცემებით დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების Binance Coin მოიპარეს. კვირას განახლდა ინფორმაცია და მოპარული თანხის ოდენობა 500 მლნ-მდე გაიზარდა. Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პრობლემა კიბერშეტევიდან რამდენიმე წუთში აღმოფხვრილი იყო, თუმცა ბირჟაზე თანხები იქამდე იქნება გაყინული, ვიდრე პრობლემა სრულად არ მოგვარდება. ბლუმბერისთვის მიცემულ ინტერვიუებში რესპოდენტები ამბობენ, რომ კიბერშეტევები უმსხვილეს ბირჟებზე ძირითადად ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჯგუფებისგან მოდის. რა ვითარებაა დღეს კრიპტობირჟაზე, როგორ იმოქმედა აქტივებზე და კრიპტოს აქციებზე ამ თავდასხმამ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები