EuCham-ის ყოველწლიურ კვლევაში "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" საქართველო 70 ქულით მე-18 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანა მე-16 ადილზე იყო. კვლევა 46 ევროპულ ქვეყანას მოიცავს.
საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.
EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს.
ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე.