მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის" კვლევაში საქართველო მე-18 ადგილზე ჩამოქვეითდა

5e43c7e5050e2
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.20 13:48
1855
EuCham-ის ყოველწლიურ კვლევაში "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" საქართველო 70 ქულით მე-18 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანა მე-16 ადილზე იყო. კვლევა 46 ევროპულ ქვეყანას მოიცავს.

საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.

EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს.

ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები