მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს"

5eb11f48c9a12
ინგა მურუსიძე
05.05.20 12:08
864
საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, ხოლო 10 პაციენტზე განმეორებით პასუხებს ელოდებიან, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„დღეს კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტზე. იმედი გვაქვს, რომ მეორეჯერაც მივიღებთ უარყოფით პასუხებს და დღის მეორე ნახევარში კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ასევე ორი ორსული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახალი შემთხვევა არ გვყოლია“, - განაცხადა რატიანმა.