მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“DRG-ის ეს ფორმა დამღუპველია ტრავმატოლოგიისთვის…ვწყვეტ ოპერაციებს“ - ლევან ჩიკვატიას განცხადება

63c78ab62ba65
თელარა გელანტია
18.01.23 10:00
37979
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია პრაქტიკულ საქმიანობას დროებით წყვეტს. „ოპერაციებს აღარ და ვეღარ გავაკეთებ“, - უთხრა მან BMG-ს. მიზეზი DRG სისტემის ამოქმედებაა. როგორც ლევან ჩიკვატია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ის მომხრეა ინოვაციის, მაგრამ DRG-ის ის ფორმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა, „დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის“.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

„ვინაიდან და რადგანაც ჩვენ - ქირურგი ორთოპედები (ტრავმატოლოგები) გახლავართ “იმპლანტდამოკიდებული” პროფესიის წარმომადგენლები, ძირითადი ნაწილი ჩვენი ჩარევისა (ოპერაციისა) სრულდება ხელოვნური იმპლანტის ორგანიზმში ჩასმით, ძვლების და სახსრების სხვადასხვა სეგმენტის გასამაგრებლად; ეს მეტალი გახლავთ გარკვეული ღირებულების, რაც საკმაოდ ძვირია მთელ მსოფლიოში. იმპლანტის ხარისხის განმსაზღვრელი, ძირითადად, გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის რეესტრები, მათგან მხოლოდ რამდენიმე მოიპოვება საქართველოში. DRG-ის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე!

4-თვიანი ლოდინის, საუბრების და პეტიციების მიუხედავად, არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი - ძირითადად 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს!

ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებით ანუ მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად და მორჩა!!!
შესაბამისად, მე - ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია, დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა, 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი...

მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას აქვე, იმ იმედით, რომ რაღაცა შეიცვლება, რისიც აღარ მჯერა. აქვე მოგიყვანთ 490-გვერდიანი წიგნის ფოტოს თუ რა არის „დი არ ჯი“ ევროპაში, (ხელმისაწვდომია უფასოდ) რაც არ მგონია ბევრს წაკითხული ჰქონდეს. 490 გვერდი ხუმრობა არ არის?! სიახლეებს შემდგომში მოგაწვდით, ამ ეტაპისთვის ესეა.



ვიცი, რომ კოლეგები მხარს დამიჭერენ და არა მარტო… ისიც ვიცი, რომ ელოდებიან ვინ პირველი აყვირდება, დაე, ვიყო! ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია. დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მინიმუმ. დროებით“, - წერს ლევან ჩიკვატია.

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ DRG-ს სისტემით განსაზღვრული ფასები მაღალი ხარისხის პროდუქციაზეა გათვლილი. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები