1-ელი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:
1. გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
2. ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა;
3. გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა;
4. მშობიარობა / საკეისრო კვეთა;
5. ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები;
6. კომბუსტიოლოგია;
7. თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში (დაფინანსდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად).
ინფორმაციისთვის, DRG მეთოდის დანერგვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. სამუშაო ჯგუფმა, ამ მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა. ჰოსპიტალური სექტორის ინფორმირებისა და მომზადების მიზნით, ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები გაიმართა დარგის სპეციალისტებთან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ექიმებთან.
დღევანდელ პრეზენტაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელები, ექიმები და სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. დარგის წარმომადგენლები, დაფინანსების ახალი წესის, ანაზღაურების ფორმის და სქემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თენგიზ გენძეხაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ჭუმბურიძე, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ეკა ადამია, ჯანდაცვის სამინისტროს ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კობახიძე, ასევე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები დაესწრებიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი