მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში DRG-ის შედეგებს საერთაშორისო კომპანია შეისწავლის - ჯანდაცვის მინისტრი

64663a2b66f00
მარიამ ვარადაშვილი
18.05.23 18:42
635
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში DRG-ის სისტემის დანერგვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შერჩეული საერთაშორისო კომპანია შეაფასებს.

საუბარია პირველი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებაზე. ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

“იმდენად რთული ალგორითმისგან შედგება DRG და იმდენად რთულ პროცესებს გავდივართ, მაგრამ გარკვეული შეფასებისა და ანალიზის საფუძველი ნამდვილად გვაქვს, ანუ შეგვიძლია სისტემის დანერგვა წარმატებულად შევაფასოთ. ამას ადასტურებენ ამ პროცესში ჩართული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებიც და მათგან ამ საკითხზე არაერთ წერილს ვიღებთ. მათი მხრიდან უკვე შეირჩა საერთაშორისო კომპანია და მას დაუკვეთეს DRG-ის დანერგვის პროცესის შეფასება და ვფიქრობ, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში უკვე გვექნება დოკუმენტი. ის შეაფასებს თუ რა შედეგი მოუტანა ქვეყანას ამ სისტემამ საბიუჯეტო დონეზე პაციენტების მომსახურების კუთხით", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები