მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის ძალების ვეტერანები სოციალური პაკეტით სარგებლობას საპენსიო ასაკის მიღწევამდეც შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტრო

სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თავდაცვის ძალების ვეტერანები, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, სოციალური პაკეტით ისარგებლებენ - ამას ითვალისწინებს თავდაცვის ძალების ვეტერანების უფლებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა.

ომდუსმენის აპარატის ინფორმაციით, დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალური პაკეტი მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ენიშნებათ. სწორედ ამის ცვლილებას ითხოვდა ომბუდსმენი და სამინისტროს მიმართა 2027 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განიხილოს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, საპენსიო ასაკს მიუღწეველი თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფა.

"შესაბამისი დადგენილების ცვლილების პროექტი უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობას წარედგინება. სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება მიზნად ისახავდა იმ განსხვავებული მოპყრობის აღმოფხვრას, რომელიც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ თავდაცვის ძალების ვეტერანებს, ომის ვეტერანებისგან განსხვავებით, საპენსიო ასაკის მიღწევამდე სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავდა", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ვრცლად ამ თემაზე: ომბუდსმენმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები