მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 8 განკურნებული პაციენტი დატოვებს

5ea14c709218c
ინგა მურუსიძე
23.04.20 12:14
704
საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 8 განკურნებული პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ხვალისთვის 17 პაციენტის კვლევების პასუხებს ელოდებიან.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ კოვიდ ინფექციას ვემსახურებით, 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო შემოყვანილი კლინიკაში, მათგან 119 დადასტურდა. ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული. დღეისათვის 8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან განკურნებული, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ასეთი მაღალი მაჩვენებელი ჯერ არ ყოფილა. ასევე 17 პაციენტს პირველად მოუვიდა ვირუსზე ნეგატიური პასუხი, ხვალ ველოდებით მეორად პასუხებს და თუკი ხვალაც მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 17 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.