16.თებერვალი .2022 00:12

“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი

“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
views 23262
უკან

“როგორც კი ინფიცირების მაჩვენებელი დაიწყებს კლებას და ეს იქნება, სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ, ჩვენც მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება უნდა დავიწყოთ,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, ვირუსი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არსად გაქრება, მაგრამ ვისწავლით მასთან თანაცხოვრებას, ის გახდება ენდემური, რაც იმას ნიშნავს, რომ Sars-CoV-2 ყოველთვის დარჩება მოსახლეობაში და მისი ცირკულაცია გარკვეული პერიოდულობით, მეტნაკლებად პროგნოზირებად აფეთქებებს გამოიწვევს.

“კორონავირუსული ინფექციის მზარდი მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო ბოლო ერთ კვირაში, 100 ათას მოსახლეზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით, მესამე ადგილზეა მსოფლიოში, თუმცა ეს სტატისტიკა უკვე მარტის მეორე ნახევრიდან მკვეთრად დაიკლებს, ამიტომ ქვეყანამ თავს უფლება უნდა მისცეს რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს, რადგან მოსახლეობის 98% ბუნებრივად აცრილი იქნება”, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

BMG-იმ ალერგოლოგ-იმუნოლოგს ასევე ჰკითხა, თუ როგორ უნდა განვასხვაოთ კორონავირუსული ინფექცია სეზონური გრიპისგან? როგორც კულუმბეგოვმა თქვა, ვირუსული რესპირაციული დაავადებების სიმპტომებზე დაფუძნებული სხვაობის ძებნა ფაქტობრივად ფუჭია, რადგან ისინი მსგავსია.

“იქნება სურდო, თავის თუ ყელის ტკივილი, ამით ვერ გავარჩევთ, ამიტომ თუკი სიმპტომები მსუბუქია, თან თუკი აცრილი და მითუმეტეს ასაკითაც ახალგაზრდა ხართ, ტესტირებაც არაა საჭირო, ისე უნდა მოუაროთ თავს, როგორც სხვა ვირუსების დროს აკეთებთ,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა