საწვავი ძვირდება. ბოლო დღეებში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასებმა ისევ მოიმატა.
21 ივნისიდან, „ვისოლის“ ქსელში საწვავის ფასები სხვადასხვა კატეგორიაზე 5-19 თეთრით არის შეცვლილი. განსაკუთრებით გაძვირებულია დიზელი. მათ შორის, ეკო დიზელზე ფასმა 19 თეთრით მოიმატა და ახლა 4.76 ლარი ღირს, ევრო დიზელზე - 18 თეთრი მატების შემდეგ ფასი 4.72 ლარია
გაძვირების ტრენდია "სოკარის" ქსელშიც. ფასები 5-11 თეთრით გაიზარდა. "გალფის“ ბრენდით მოქმედ ავტოგასამართ ქსელებში ფასის 7-10 თეთრიანი ზრდაა.
„კრიტიკულად რთული ვითარებაა დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან დიზელის საერთაშორისო ფასები „პლატსის“ მიხედვით მნიშვნელოვნად გაზრდილია, მეორე ფაქტორი ის არის, რომ მოწოდებასთან დაკავშირებით ახლა დიდი პრობლემებია. აზერბაიჯანიდან 2 თვეზე მეტია დიზელის მოწოდება არ ხდება და ეს ფაქტია. მიზეზი აზერბაიჯანის დიზელის საწარმოო ქარხნის გადაიარაღებაა. საქართველოში რეალიზებული დიზელის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა და ლოგისტიკური ჯაჭვი საკმაოდ მოკლე იყო. გარდა ამისა, რუსეთიდან დიზელის საწვავი საკმაოდ შეფერხებებით მოდის. ამ ფაქტორებმა, დიზელის ფასი ერთი თვის განმავლობაში 40-45 თეთრით გაზარდა“, - განმარტა 29 ივნისს BM.GE-სთან ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა.
ფასების მკვეთრი ცვალებადობა ნარჩუნდება საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ივნისის შუა რიცხვებში არსებული 125 დოლარიანი ნიშნულის შემდეგ, Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი შემცირებულია. 4 ივლისის ვაჭრობაზე, თბილისის დროით 14 საათისთვის 1 ბარელი Brent-ის ღირებულება 112.3 დოლარია.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს