მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავი კიდევ 4 თეთრით გაძვირდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი მიზეზებს განმარტავს

617f9a7127646
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.21 12:06
2451
საწვავის ფასი კიდევ საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-ის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.

ის ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე გაზრდილი ღირებულება განაპირობებს, რაც პლატსზე საწვავის ფასებზე ახდენს გავლენას და ეს ქართულ ბაზარზეც აისახება.

„ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე დღეს საწვავი, დაახლოებით, 4 თეთრით გაიზარდა, თუმცა არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, რომლებიც საბითუმო ბაზარზე არსებულ ფასებზე პირდაპირ არიან დაკავშირებული, საწვავი უფრო მეტად არის გაზრდილი“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების მიზეზებს განმარტავს და ეკონომიკის აღდგენის პარალელურად ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, დღეს უკვე ევროპაში ბუნებრივი აირის გაძვირების ფაქტორსაც ასახელებს.

„ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ყველა მიმართულება გახსნილია და ტურიზმის და საჰაერო მიმოსვლა გააქტიურებულია, რის ხარჯზეც ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის პარალელურად „ოპეკი +” -ის მიერ ნავთობის მოპოვების კვოტებს არ ზრდის.

ამავე დროს დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი, რაც ბუნებრივი აირის გაძვირებას უკავშირდება. შესაბამისად, ის მომხმარებელი, ვინც ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის ტრადიციული მომხმარებელი იყო, მაზუთის და დიზელის საწვავის მოხმარებაზე გადადის, რაც ნავთობზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. ობიექტური მოცემულობა გვაქვს, როდესაც ნავთობზე ფასები იზრდება, Plats-ზე საწვავის ფასიც იზრდება საწვავი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ძვირდება, მით უფრო იმ ქვეყნებში, რომლებიც იმპორტდამოკიდებულია და საქართველო კი ასეთი ქვეყანაა“, - განმარტა ვანო მთვრალაშვილმა.

მას პროგნოზების გაკეთება უჭირს, რადგან პირველ რიგში, მსოფლიოში ნავთობის ფასის ცვლილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ის კი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. 

ცნობისთვის: 2021 წლის 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონის სანავთობო ბირჟებზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 84.38 (+ 0.06) დოლარი Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 84.38 (+ 0.06) დოლარი, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა ბარელზე 83,57 (+ 0,76) დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ბრენდირებულ სადგურებზე საწვავის ფასს 1 ნოემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება ასეთია:

Socar:
სუპერი – 3.22 ლარი
პრემიუმი – 3.14 ლარი
რეგულარი – 2.91 ლარი
ევრო დიზელი – 2.94 ლარი
დიზელი – 2.84 ლარი
გაზი – 1.40 ლარი

Wissol:
ეკო სუპერი – 3.36 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.28 ლარი
ევრო რეგულარი – 3.14 ლარი
ევრო დიზელი – 3.11 ლარი
ეკო დიზელი – 3.15 ლარი
დიზელ ენერჯი – 3.05 ლარი
გაზი – 1.44 ლარი

Lukoil:
სუპერი ecto 100 – 3.50 ლარი
ევრო სუპერი – 3.30 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.15 ლარი
ევრო რეგულარი – 3.03 ლარი
ევრო დიზელი – 3.02 ლარი

Rompetrol:
სუპერი – 3.30 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.25 ლარი
ევრო რეგულარი – 3,09 ლარი
efix ევრო დიზელი – 3,09 ლარი
ევრო დიზელი – 2.99 ლარი

Gulf:
სუპერი – 3.33 ლარი
G-Force პრემიუმი – 3.23 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.09 ლარი
რეგულარი – 3.15 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.05 ლარი
გაზი – 1.44 ლარი.