მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ავტომობილებსაც ჰქონდა პრობლემები ტექდათვალიერების გავლასთან დაკავშირებით - ბითაძე

63319664e4ed4
ინგა მურუსიძე
26.09.22 17:15
443
ტექდათვალიერების სისტემამ ძალიან ბევრი რამ მოიტანა - ასე უპასუხა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ოპოზიციის დეპუტატ იაგო ხვიჩიას კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოიტანა ტექნიკურმა დათვალიერებამ.

„თუნდაც ის რად ღირს, რომ დიდი გაბარიტის ავტომობილების ინტენსიური ჩანაცვლება მიმდინარეობს. მათ შორის სახელმწიფო ავტომობილებსაც ჰქონდა პრობლემები ტექდათვალიერების გავლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის 1-ელი აპრილიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესში ცვლილებები შევიდა. გამკაცრდა გამონაბოლქვის ნორმა. ავტომანქანებისთვის კატალიზატორის ქონა სავალდებულო გახდა და ა.შ.