მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საარბიტრაჟო დავები ინვესტორებს აფრთხობს - ანა რეხვიაშვილი

629a6ff29f1a9
ალა ისპირიანი
04.06.22 00:57
972

Bm.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ინვესტორებთან დავებში საქართველოს 48 მლნ დოლარის და 9 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ 24 საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობდა.

აღნიშნულ ფაქტს იურიდიულ ფირმა BLB-ში უარყოფითად აფასებენ. კომპანიის პარტნიორი ანა რეხვიაშვილი "საქმის კურსში" ამბობს, რომ სახელმწიფო საარბიტრაჟო დავების სტატისტიკა ინვესტორებს აფრთხობს.

„საქართველოს მასშტაბისთვის [საარბიტრაჟო დავების ეს რაოდენობა] ბევრია. ისედაც მცირე მასშტაბის ინვესტიციები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიმართ ამ მოცულობის პრეტენზიები არსებობს, ეს საქართველოში ჯანსაღ საინვესტიციო გარემოზე არ მეტყველებს. კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ეს პროცესი გამჭვირვალე არ არის. ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში არ ვიცით დავის შინაარსი ან რა გახდა დავის მაპროვოცირებელი გარემოება, ამიტომ მიზეზებზე საუბარი რთულია.

ამ წერილებიდან გამომდინარე [რაც Bm.ge-ს იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა] რამდენიმე პრობლემის გამოყოფა შეიძლება. პირველია საინვესტიციო გარემო, რაც ქვეყანაში არსებობს. ასევე პირდაპირი ეფექტი, რაც ამ დავებს ბიუჯეტზე გააჩნია პრობლემატურია. დაახლოებით 60 მლნ დოლარი ამ სხვა და სხვა დავებთან დაკავშირებით სახელმწიფოს უკვე გადახდილი აქვს და ეს არის ის ხარჯი, პირდაპირი ეფექტი, რაც ამ დავებს სახელმწიფო ბიუჯეტზე გააჩნია. სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით აფრთხობს როგორც უცხოელ ინვესტორებს, ისე ბიზნესს. ეს ცუდად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

პრობლემაა პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან საინტერესოა სახელმწიფო დავების დასრულების თუ მიმდინარეობისას, თუ იკვლევს [სახელმწიფო] მიზეზებს, რატომ წარმოიშვა ეს დავა და ესა თუ ის შედეგი რატომ დადგა ან ვინ არის ამ შედეგებზე პასუხისმგებელი. ასევე საერთოდ განიხილება თუ არა კონკრეტული საჯარო პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს მნიშვნელოვანია და სამწუხაროა, რომ ამაზე საზოგადოების ინფორმირება არ ხდება.

გასაგებია რომ საარბიტრაჟო დავების უმრავლესობის შინაარსი, კომერციული ნაწილი კონფიდენციალურია, თუმცა როდესაც ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები ხარჯვას ეხება, საჯარო უნდა იყოს", - განაცხადა მან.

მიმდინარე საარბიტრაჟო დავების სია.